- მოდელირების სკოლა მენეჯმენტის თეორიაში
- მენეჯმენტის თეორიის ეს სკოლა მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოიშვა და თავიდან ცნობილი იყო, როგორც ოპერატიული კვლევა. ნაწილობრივ ის ტეილორის რაოდენობრივი მიდგომის განახლება იყო, თუმცა მენეჯმენტში ტექნოლოგიური ძვრების შედეგად, განსაკუთრებით კომპიუტერიზიციის დროს, იგი უფრო დაიხვეწა. ის ძირითადად გულისხმობს სიტუაციის სიმულირებას მათემატიკური მოდელის შექმნით. კომპიუტერში შედის ყველა ცვლადი და მათ შორის არსებული კავშირები. აღწერითი ანალიზის რაოდენობრივი მონაცემებით შეცვლის გამო ეს მიდგომა ხელსაყრელია სამენეჯმენტო გადაწყვეტილებების მიღებისას ისეთ გამოთვლად სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, ფინანსური დაგეგმვა. მისი ნაკლი ორგანიზაციის პერსონალის ქცევის გათვლის უუნარობაა.Source: პრინგლი, პიტერ. ელექტრონული მედიის მენეჯმენტი / პიტერ კ. პრინგლი, მაიკლ ფ. სტარი, უილიამ ი. მაკკავიტი - თბ. : ფონდი „ინტერ ნიუსი“, 2001/ნაწ. 1 : სამაუწყებლო სადგურის მენეჯმენტი - , 2001
Georgian encyclopedia. 2013.